სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად - აშშ-ის საელჩო

08.05.24 12:50
სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად - აშშ-ის საელჩო

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) წარმომადგენლებს შეხვდნენ

საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.

ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.

ელჩი დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში მათ მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს.

არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე".