როგორ აიძულებენ საჯარო მოხელეებს კალაძის პოსტის დალაიქებას - "პირველებმა" ახალი მტკიცებულებები მოიპოვა

08.05.24 13:46
როგორ აიძულებენ საჯარო მოხელეებს კალაძის პოსტის დალაიქებას - "პირველებმა" ახალი მტკიცებულებები მოიპოვა

როგორ იქცა მერიაში დასაქმებული ადამიანების აუცილებელ მოვალეობად კახი კალაძის პოსტების მოწონება - "პირველებმა" ახალი მტკიცებულება მოიპოვა, რომლითაც დგინდება, რომ ბაღის თანამშრომლების გარდა, კალაძის პოსტებზე დადებითი რეაქციის გამოხატვას მერიას დაქვემდებარებულ თითქმის ყველა უწყებაში მომუშავე საჯარო მოხელეებსაც აიძულებენ.

"პირველების" ხელშია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჯგუფური მიმოწერები, რომლითაც ირკვევა, რომ ოპერატიულ ჯგუფს, რომლის მოვალეობაც მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობაა, მერის განცხადებების მოწონებასაც აიძულებენ.

"არა რუსულ კანონს! კი - ევროპას! კი - გამჭვირვალობას!" - საჯარო მოხელეებს თბილისის მერის, კახა კალაძის პოსტების მოწონებას აიძულებენ.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს 123-ე მწვანე ბაღის ჯგუფურ ჩატში მიმოწერას, სადაც დირექტორი ხათუნა ახობაძე სთხოვს თანამშრომლებს, რომ კალაძის სტატუსი დაალაიქონ.

მსგავსი სიახლეები