იოზვიაკი: ბრიუსელში საქართველოზე დებატები შედგა, მოსალოდნელია ევროკავშირის და ევროკომისიის განცხადებები
საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბრიუსელში ელჩების დონეზე დებატები შედგა - ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ავრცელებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, 26-მა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა. ხოლო უნგრეთს დებატებში მონაწილეობა არ მიუღია.
“შესაძლოა გამოქვეყნდეს განცხადება ევროკავშირის მხრიდან და ასევე განახლებული შეფასება კომისიისგან იმის თაობაზე, თუ რა მიმართებაშია უცხოური აგენტების შესახებ კანონი ევროკავშირი გაწევრების კრიტერიუმებთან”, – წერს იოზვიაკი.