ვეღარ მოვასწარი, დინებამ გაიყოლა - ადიდებულმა მდინარემ მამას შვილი თვალწინ გასტაცა
კასპში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება - მაშველები, მყვინთავები და პოლიცია მდინარეში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. სამძებრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ოჯახის სამი წევრი ავტომობილით მდინარე კავთურას სანაპიროზე იდგა. მოულოდნელად წყალი ადიდდა და ავტომობილი გაიტაცა. ერთის ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს, ერთი გადარჩა 40 წლის კაცს კი ახლაც ეძებენ.
"სახლში ვიყავი, ხალხის ხმაური გავიგე, გაღმა სოფელში იყო. უცებ გავიქეცი, მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ. შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო. გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა" ამბობს დაკარგულის მამა.