#ლექSOSთვის - რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა

13.07.21 15:34
#ლექSOSთვის - რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა

რეგიონილი ტელევიზიების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. 15:00 საათზე TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გამოსვენების დროს მაუწყებლების ეკრანებზე წარწერა "#ლექSOSთვის" გამოჩნდა. 

პროტესტს შეუერთდნენ -TV/25, TV4, მეცხრე ტალღა, გურია, ოდიში, TOK TV, აგროგარემო, მეცხრე არხი, თანამგზავრი, რიონი, ბორჯომიTV , იმერვიზია, გურჯაანი tv, მეგა TV, თრიალეთი.

5 ივლისს ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში თავს დაეხნენ. მას ცემისგან სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაციაც.

ლაშა 11 ივლისს დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს. 

შსს ოპერატორის გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს. გომელაურის უწყება და მთლიანად ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გრძნობს, იმაზე თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლაშქარავას "ორკები". 

ლაშქარავას სახელის შებღალვაზე ბოლო სამი დღეა, პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს, რამაც ჩვენი ოპერატორის დედის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ჟურნალისტთა კორპუსი ლაშქარავას გარდაცვალების გამო ქუჩაში გავიდა, მედია და საზოგადოება პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები