ერთი სასულიერო პირი იყო მხოლოდ, ისიც კონტექსტიდან იყო მოჭრილი - მეუფე ნიკოლოზი ძალადობისკენ მოწოდებაზე
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ირწმუნება, რომ 5 ივლისს სასულიერო პირებს ძალადობისკენ არ მოუწოდებიათ, რაც შეეხება მამაოს მოწოდებას, რომელიც მედიაარქივში მოიპოვება, მეუფე აცხადებს, რომ ეს მონაკვეთი კონტექსტიდანაა მოჭრილი.
ძალადობისკენ მოწოდება დანაშაულია, სასულიერო პირებს თქვენ ვერ ხედავდით მასალაში. მე რასაც ვუყურებდი, ერთი სასულიერო პირი იყო მხოლოდ, ისიც კონტექსტიდან იყო მოჭრილი. სასულიერო პირი თუ მოუწოდებს ძალადობისკენ, ესეც დასჯადია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, თუმცა უნდა განვმარტოთ, რა არის ძალადობა. მაინტერესებს თქვენი ჟურნალისტების აზრი, თქვენ გაქვთ ძალადობისკენ მოწოდების უფლება?"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.