"არა რუსულ კანონს" - 14 მაისს, 14:00 საათზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები მარშს გამართავენ

08.05.24 17:29
"არა რუსულ კანონს" - 14 მაისს, 14:00 საათზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები მარშს გამართავენ

ხელოვანები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან - 14 მაისს, 14:00 საათზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მარშს გამართავენ.

ორგანიზატორების ცნობით, მსვლელობა მწერალთა სახლიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები მთელი კვირის განმავლობაში იგეგმება. დღეს საპროტესტო აქცია თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, გორსა და ბათუმში მოეწყობა.