დეკანოზ გიორგი მამალაძის საგანგებო მიმართვა
გულისტკივილი შევცქერი მიმდინარე მოვლენებს - დეკანოზ გიორგი მამალაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება.
"რა განსხვავებაა 1616 წლის აღდგომის დღეს წამების ნებართვის გამცემებსა და 2024 წელს სააღდგომო დღეებში ჩვენი მომავალის - ახალგაზრდების დასჯის ბრძანების გამცემებს შორის?"- აღნიშნავს სასულიერო პირი.
- 1616 წლის აღდგომის ღამეს შაჰ-აბასი საქართველოს თავს დაესხა. გარეჯის მთებში დაბანაკებულმა ტირანმა კი ბერები ამოხოცა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართვა:
გუშინ ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან ერთად 6000 გარეჯელი მოწამე ბერის ხსენების დღეც იყო, გილოცავთ სრულიად საქართველოს დაგლოცოთ და შეგეწიოთ, თუმცა
გულისტკივილი შევცქერი მიმდინარე მოვლენებს და ვეკითხები საკუთარ თავს რა განსხვავებაა 1616 წლის აღდგომის დღეს წამების ნებართვის გამცემებსა და 2024 წელს სააღდგომო დღეებში ჩვენი მომავალის - ახალგაზრდების დასჯის ბრძანების გამცემებს შორის?
და კიდევ სად გაქრა მოწოდება " გარეჯი საქართველოა" ?!
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!