"ოცნების" მაგინებელთა ჯგუფი ნატა ფერაძესაც მიადგა- აგინეს აქტივისტის შვილებს და ყოფილ მეუღლეს
თაღლითური ე.წ. ქოლცენტრები "ქართული ოცნების" სამსახურში - სამოქალაქო ატივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ უცხო ნომრიდან მასაც დაუკავშირდნენ და რუსული კანონის გაპროტესტების გამო შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს.
აქტივისტის თქმით, უცნობმა პირებმა ზარი ასევე მის ყოფილ მეუღლესთან და მის შვილთანაც განახორციელეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. გზავნილი ყველა შემთხვევაში ერთი იყო - გინება ად შეურაცხყოფა.
ვიფიქრე, რომ იქით გავამაიმუნებ და რუსულად დაველაპარაკებოდი და ძალიან ერუდირებული ტროლები შემრჩა, რომლებმაც რუსულიც კი იცოდნენ და რუსულად სცადა ახსნა, რომ „ონ ის ტ--ის სამინისტრო“ და სახელები, გვარები ჩემი შვილების და „ონ იხ ვი...-ეტ“, გამომიცხადა. ჩემს ყოფილ ქმარს რომ დაურეკეს, უთხრეს, რომ „პიდარასტების აკადემიაში ჩაეწერათ“ და თან, რაც მთავარია, არ არის ჩემი შვილი საქართველოში და ღამის 4-ზე გააღვიძეს და იმის თაობაზე გირეკავთო და გული გაუსკდა, რა ხდებაო და აი, პიდარასტების აკადემიაში ჩააბარა და ამაზე რას იტყვითო და ამოისუნთქვა იქ უკვე. ისევ იყო მუქარა, წელს ქვევით დარტყმას ცდილობენ,ა სეთი არ უკადრებია არცერთ თავმოყვარე მეომარს, იმიტომ, რომ ომში ვართ ახლა. შვილებით დაშიანების მცდელობა არის მდაბიოოობა და მე ვთვლი, რომ უკიდურესი ზომაა, - ამბობს ნატა ფერაძე.
„ქოლ ცენტრების" სქემით ყალბი ნომრებიდან მეორე დღეა ურეკავენ და აგინებენ ყველას, ვინც "ოცნების" რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.
"ოცნების" მაგინებელთა ჯგუფებმა ჯერ ოპოზიცია და აქტივისტები გალანძღეს დღეს კი ბებიებზე და ბაბუებზე გადავიდნენ - ურეკავენ აქტივისტების ყოფილ ცოლებს, მამიდებს და შორეულ ნათესავებსაც კი.