ტაშს ვუკრავთ ლექსოს დაზიანებულ თვალს, რომლითაც მაყურებელი რეალობას აღიქვამდა - დიანა ტრაპაიძე

13.07.21 15:52
 ტაშს ვუკრავთ ლექსოს დაზიანებულ თვალს, რომლითაც მაყურებელი რეალობას აღიქვამდა - დიანა ტრაპაიძე

,,მოვდივართ ახლა და ტაშს ვუკრავთ ლექსოს დაზიანებულ თვალს, რომლითაც მაყურებელი რეალობას აღიქვამდა" - ამ სიტყვებით აცილებს უკანასკნელ გზაზე ლექსო ლაშქარავას ტვ პირველის ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე.  ,,უცნობი ადამიანების ტაში იმის ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში პროგრესი აუცილებლად გაიმარჯვებს" - იმედს გამოთქვამს ჟურნალისტი.

მოვდივართ ახლა და ჩვენ ხომ ვუკრავთ ტაშს და აივნებიდან , სახლებიდან ტაშს გვიკრავენ, რაღაცნაირი იმედის ტაშია, რომ ამ ქვეყანაში პროგრესი გაიმარჯვებს.  ტაშს ვუკრავთ მის დაზიანებულ თვალს, ოპერატორის თვალს, რომლითაც მაყურებელი ხედავს რეალობას, აღიქვამს იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ჩემთვის ლექსო არის სისტემის მსხვერპლი ფიზიკურადაც და მორალურადაც. ფიზიკურად მისი ეს 5 ივლისს მოხდა და მორალურად შემდგომ ჯერზე ნაჩქარევი დასკვნებით. მის ცხედარი ძალიან სწრაფად წაიღეს, წაღებული არ იყო და ექსპერტიზა არ ჰქონდათ და საზოგადოებრივი აზრის შემზადება დაიწყეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სიმართლის გაგება არ გვინდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ბევრი კითხვის ნიშანი გაგვიჩნდა და დიდი უნდობლობა - ამბობს დიანა ტრაპაიძე.

ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, უკანასკნელ გზაზე სრულიად საქართველოს მედია და საზოგადოება აცილებს. 

მსგავსი სიახლეები