ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა, ამ კედელს ოკუპანტის ტყვიები ატყვია - რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გორშიც მიმდინარეობს
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გორშიც მიმდინარეობს - მოქალაქეები გმირთა მემორიალთან ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მივიდნენ.
"ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა, ამ კედელს რუსეთის ტყვიები ატყვია" - წერია ტრანსფარანტებზე, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებამ აქციაზე მიიტანა.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები აცხადებენ, რომ გორმა 2008 წელს ყველაზე კარგად გამოცადა რუსული სისასტიკე, ამიტომ ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ მისცემენ ისეთი კანონების დამტკიცების უფლებას, რაც საქართველოს ოკუპანტ ქვეყანას დაახლოებს.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები მთელი კვირის განმავლობაში იგეგმება. დღეს საპროტესტო აქცია თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდსა და ბათუმში მოეწყობა.