მითხრეს, რომ უნდა გამისწორდნენ და ბინასთან მელოდებიან - კუპრაშვილის თქმით, მეოთხედ უკვე საქართველოს ნომრიდან დაურეკეს

08.05.24 19:01
მითხრეს, რომ უნდა გამისწორდნენ და ბინასთან მელოდებიან - კუპრაშვილის თქმით, მეოთხედ უკვე საქართველოს ნომრიდან დაურეკეს

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცხო ნომრების შემდეგ, მეოთხედ უკვე საქართველოს ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ.

ნათია კუპრაშვილის განმარტებით, უცნობმა პირმა, რომელიც ნომერზე ურეკავდა, მისი სახლის მისამართი დაუსახელა და უთხრა, რომ ბინასთან ელოდებოდა.

მოკლედ, +995 551 073 366  - ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მას შემდეგ ,რაც სამი უცხო ქვეყანა გამოიყენეს და ვერაფერი გააწყვეს.
ვუპასუხე ამ ზარს. დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან.
ვიკითხე ვინ იყვნენ და რატომ მელოდებოდნენ და შემდეგ მოაყოლეს, რომ უნდა გამისწორდნენ და იმიტომ
ეგენი სადაც გასწორდებიან საბოლოოდ მე კი ვიცი, მაგრამ თქვენ იცოდეთ, რომ გადავიდნენ საქართველოს ნომრების გამოყენებაზე", - წერს ნათია კუპრაშვილი