გინება მუქარებმა შეცვალა - რუსული კანონის მოწინააღმდეგებს ურეკავენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან
გინება მუქარებმა შეცვალა. უკვე რამდენიმე საათია რუსული კანონის მოწინააღდეგებს ურეკავენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან, მათ შორის არიან ჟურნალიტები. აქტივისტების ნაწილს ეუბნებიან, რომ სახლთან ელოდებიან და დღეს მათ ბოლო დღე იქნება. ურეკავენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების არასრულწლოვან შვილებსაც კი და აგინებენ. სოციალური ქსელი აჭრელებულია სისხლის სამართლის დანაშაულის მამხილებელი ათობით განცხადებით. პოლიცია დუმს. გომელაურს არაფერი ესმის და ვერაფერს ხედავს.
"ოცნება" სატელეფონო ტერორისთის იყენებს ქოლ ცენტრების სატელეფონო ქსელს. ეს სავარაუდოდ, ის საკომუნიკაციო არხია, რომელთაც ევროპელ პენსიონრებს ძარცვავდნენ. ახლა იგივე მეთოდებით ქართველ პენსიონერებს ატერორებენ, რეკავენ პოლიტიკოსების პენსიონერ მშობლებთან და ბებიებთან. "ოცნების" მაგინებელი კაცები, უცხო ქვეყნების სატელეოფნო ნომრებს არიან ამოფარებულები, მათ შორისააა - ჩადი, ბურუნდი, ნორვეგია, მაროკო.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.