ივანიშვილის პარტიის მუქარამ შედეგი ვერ გამოიღო - საპროტესტო ტალღას საქართველოს ქალაქები უერთდება
ივანიშვილის პარტიის მუქარამ შედეგი ვერ გამოიღო - საპროტესტო ტალღას საქართველოს ქალაქები უერთდება. ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, ბორჯომი - რუსული კანონისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ამ წუთებში პროტესტი ერთდროულად მიდის! პროტესტის კვირის ფინალი კი უკვე კვირას იქნება. გაუთენე საქართველოს! - შაბათის დიდი მსვლელობის შემდეგ - კვირას პარლამენტთან უკვე ღამის აქცია დაანონსდა.
რუსული კანონის უკან გავწვევა და პრორუსულ პოლიტიკაზე უარის თქმა ეს არის ხალხის მთავარი სათქმელი! ამ წუთებში, დიდი აქციაა ზუგდიდიში, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ათასობით ადამიანის ცხოვრობს. ყველაზე კარგად სწორედ ამ ადამიანებმა იციან, რას ნიშნავს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა.
"ზუგდიდი თვითდინებით გამოდის და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახეთ დღეს აქ. ეს არის დიდი იმპულსის და სიხარულის მომცემი. ყველა თვითონ გეუბნება რა არის ევროკავშირი და რატომ არის მნიშვნელოვანი რომ გაწვეულ იქნას რუსული კანონი", - ამბობს რატი ამაღლობელი, რომელიც ზუგდიდში იმყოფება.