ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი თავისუფალია
ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი თავისუფალია.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.
დაკავებულს, კობა ფიფიაშვილს აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა.
საქზემე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 2-წლამდე ვადით ითვალისწინებს..