ეს ძალადობები იკრიბება და მსხვერპლითაც მთავრდება - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

13.07.21 16:44
ეს ძალადობები იკრიბება და მსხვერპლითაც მთავრდება - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

იღებთ ჟურნალისტები ძალადობაზე პასუხისმგებლობას? ეს ძალადობა იკრიბება და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპილიტი.  მეუფე ნიკოლოზი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებაში დამნაშავედ მედიას მიიჩნევს.  

,,ტვ პირველის" და ,,ფორმულას" ჟურნალისტები გადახტნენ ბავშვთა სახლში და ბავშვებზე განახორციელეთ ძალადობა, თქვენ იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას, ვინმემ დაგსაჯათ, ვინმემ შენიშვნა მოგცათ?! ეს ძალადობები გროვდება და კი არ აბათილებს ერთმანეთს, იკრიბება და, საბოლოოდ, ხდება ის, რაც ხდება და, სამწუხაროდ, ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღმერთმა  ქნას, რომ ეს იყოს ბოლო შემთხვევა, მაგრამ, ფაქტია, ეს პირდაპირ, თუ ირიბად ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - ამბობს მეუფე იაკობი.

მეუფე ნიკოლოზი 5 ივლისის მთავარ ტრაგედიად თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ადამიანის ფსიქიკაზე მომხდარ ძალადობას მიიჩნევს. მისივე თქმით, ფიზიკური ძალადობა ამ ყველაფრის შედეგია.

რაც მოხდა 5 ივლისს, ეს იყო ადამიანის ცნობიერებაზე არნახული, მე ასეთი ძალადობა არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი, მე ასეთი ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე არ მინახავს, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა და ამაზე უარესია ის, რომ ეს იყო თავისუფლების და დემოკრატიის სახელით, ეს ტყუილია, ამას შედეგად მოყვა ფიზიკური ძალადობა".  - განაცხადა ახალქალაქის მიტროპილიტმა.