დუმილი ტერორის პასუხად - სად არის პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი?

08.05.24 20:55
დუმილი ტერორის პასუხად - სად არის პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი?

საჯარო მიმართვების მიუხედავად, ამ დრომდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს განცხადებაც კი არ გაუვრცელებია, დაიწყო თუ არა მოკვლევა ასობით მოქალაქის პერსონალური მონაცმების უკანონოდ დამუშავების საქმესთან დაკავშირებით.

უკვე მეორე დღეა, ასობით მოქალაქეს ყალბი სატელეფონო ნომრებით ურეკავენ და სიცოცლის მოსპობით ემუქრებიან. პერსონალური მონაცმების კანონსაწინააღმდეგო გამოყენება და დამუშავება კი სწორედ ლელა ჯანაშივლის უწყების საქმეა.

საია-ს განცხადებით, ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

განახლება: 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა tvpirveli.ge -ის მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ 25 წუთში, მხოლოდ ორი წუთის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლიან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას", - წერია განცხადებაში.