"რუსმა 4 ოჯახის გაზრდილი შვილი მოგვიკლა, ახლა ჩვენ შევაკლავთ თავს და რუსეთის ჩექმაში არ დავბრუნდებით" - აქცია გორში

08.05.24 22:01
"რუსმა 4 ოჯახის გაზრდილი შვილი მოგვიკლა, ახლა ჩვენ შევაკლავთ თავს და რუსეთის ჩექმაში არ დავბრუნდებით" - აქცია გორში

 

 

რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი იყო იმ ქალაქშიც, რომელსაც წლების წინ ოკუპანტები ბომბავდნენ. ხალხი, ვინც რუსული რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე  2008- წელს გადაიტანა, დღეს, გმირთა მემორიალთან საქართველოსა  და ევროკავშირის დროშებით იდგა.  "ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა, ამ კედელს რუსეთის ტყვიები ატყვია" - წერია ტრანსფარანტებზე.

რუსმა 4 ოჯახის გაზრდილი შვილი მოგვიკლა, მე როგორ მ~ვიყო ახლა სახლში, როგორ ვუცქირო ტელევიზორიდან ამას. ჩვენ რუსულ ჩექმაში არასოდეს დავბრუნდებით, ახლა ჩვენ შევაკლავთ თავს და არავითარ შემთხვევავაში რუსეთის ჩექმაში ჩვენ არ ჩავსხდებით. ვისაც უნდა, იმათთვის რუსეთის გზა გახსნილია და მიბრძანდნენ, ჩვენ დაგვანებონ თავი", - ამბობს აქციის მონაწილე.