აქციის მონაწილეებმა გალაკტიონის ხიდზე კობახიძის, კალაძის და მდინარაძის ფიტულები მიიტანეს

08.05.24 22:35
აქციის მონაწილეებმა გალაკტიონის ხიდზე კობახიძის, კალაძის და მდინარაძის ფიტულები მიიტანეს

აქციის მონაწილეებმა გალაკტიონის ხიდზე მდინარაძის და მდინარაძის ფიტულები მიიტანეს.

"ბოლო დროს ჩვენს ლოზუნგებს იყენებენ და ვიფიქრეთ, ლეგიტიმური იქნებოდა თუ აქციაზეც შემოგვიერთდებოდნენ. ისედაც გვირეკავენ და გვაგინებენ და თუ გაბრაზდებიან, გაბრაზდნენ"- ამბობს აქციის მონაწილე.

მშვიდობიანი მომიტინგეები მსვლელობით გალაკტიონის ხიდზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცველებს, რომ მათ მხარეს გადავიდნენ და შრომითი ანაზღაურების საკუთარი ჯიბიდან გადახდას დაჰპირდნენ.

ოფიცრებს რომლებიც გუშინ არ იყავით აქციაზე, თუ სამსახურებიდან წამოხვალთ და გაიფიცებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს ფინანსურ ანაზღაურებას. 

დადექით თქვენი ხალხის გვერდით, თავისუფლება ფულზე მეტია.