რა დაზიანებები აქვს დიმა ჩიქოვანს - ექიმის პირველი კომენტარი

09.05.24 00:01
რა დაზიანებები აქვს დიმა ჩიქოვანს - ექიმის პირველი კომენტარი

როგორია დიმა ჩიქოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ხეჩინაშვილის ექიმის განცხადებით, ოპოზიციონერს სახის ქალა-ტვინის ტრამვა აღენიშნება.

სახის ქალა-ტვინის ტრამვა აღენიშნება, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი. პაციენტი რცება კლინიკაშ მკურნალობის ჩასატარებლად", - ამბობს ექიმი.

დიმა ჩიქოვანს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ენმ-ს წევრმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას თავს "ოცნების" ზონდერები დაესხნენ. ჩიქოვანის თქმით, სულ ორი ადამიანი იყო.

 ამ დროისთვის ოპოზიციონერი უკვე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.