რა დაზიანებები აღენიშნება გია ჯაფარიძეს - ექიმის პირველი კომენტარი
რა დაზიანებები აღენიშნება გია ჯაფარიძეს - ექიმი ამბობს, რომ ზურა ჯაფარიძის ძმას ქალა-ტვინის ტრამვა და სახის არეში ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება.
მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში რჩება.
ზოგადი მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა, იმყოფება დაკვირვების ქვეში, უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები.
აღენიშნება ქალა-ტვინის ტრამვა, ნახეთქი ჭრილობა სახის არეში.
მკურნალობის გაგრძელების მიზნით, პაციენტი დარჩება ჩვენთან", - განაცხადა ექიმმა.
ცოტა ხნის წინ, გია ჯაფარიძეს სადარბაზოსტან რამდენიმე პირი დახვდა და ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდა.