უწყვეტი პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი დღესაც შეკრების მთავარი ადგილი იქნება

09.05.24 09:59
უწყვეტი პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი დღესაც შეკრების მთავარი ადგილი იქნება

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - დაშინების, ცემის, პოლიტიკური შურისძიებისა და დაკავებების მიუხედავად, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი იქნება მძლავრი.

რუსთაველის გამზირი დღესაც შეკრების მთავარი ადგილი იქნება. ახალგაზრდები "ოცნების" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მათზე რუსული მეთოდების გამოყენება არ ჭრის. 

შეკრება საღამოს დაიწყება, ისევე როგორც ეს გუშინ მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირის და საქართველოს დროშებით ხელში ხელისუფლების არასწორ მოქმედებებს აპროტესტებდნენ.