გომელაურის უწყება აქციის ორგანიზატორების და რიგი პოლიტიკოსების გამოკითხვაზე დაბარებას იწყებს
გომელაურის უწყება აქციის ორგანიზატორების და რიგი პოლიტიკოსების გამოკითხვაზე დაბარებას იწყებს. როგორც პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში დაიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც სულხან თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, აქციაზე ჩადენილ სისხლის სამართლის საქმეებთან კავშირი ჰქონდეს.
თამაზაშვილი დემონსტრანტებს მოუწოდებს, რომ დაიცვან შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილი ნორმები.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება" - ამბობს თამაზაშვილი.