დგას თუ არა ფიზიკური ანგარიშსწორების უკან ხელისუფლება? - ჩიქოვანზე ძალადობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები არ დაწყებულა

09.05.24 12:01
დგას თუ არა ფიზიკური ანგარიშსწორების უკან ხელისუფლება? - ჩიქოვანზე ძალადობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები არ დაწყებულა

დგას თუ არა ფიზიკური სასტიკი ანგარიშსწორების უკან ხელისუფლება? - 13 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც დიმიტრი ჩიქოვანი ხუთმა მოძალადემ სასტიკად სცემა, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულის სახლთან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის საცხოვრებელთან ერთი სამართალდამცველიც კი არ მისულა, რომელიც ტერიტორიას ფორმალურად მაინც შეისწავლიდა.

ადგილობრივები "პირველებთან" ამბობენ, რომ პერიმეტრზე მრავალი სათვალთვალო კამერაა განთავსებული, რადგან ტერიტორიაზე არაერთი კაფე და აფთიაქი მდებარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაცხოვრებლების თქმით, პოლიციელებს ჯერჯერობით კამერის ჩანაწერები არ ამოუღიათ.

კამერების ჩანაწერები არ ამოუღიათ. დღეს აქ არავინ არ ყოფილა მოსული" - ამბობს "ანტრეს" წარმომადგენელი.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს  თავს 8 მაისს დაესხნენ. როგორც ჩიქოვანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, სასტიკი ანგარიშსწორება "ოცნების" ზონდერებმა მოუწყვეს.