როგორ უნდა მოიქცეთ გამოკითხვაზე დაბარების დროს - იურისტის რჩევები
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები პოლიციაში გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში.
საბა ბრაჭველი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გამოკითხვაზე დაბარების შესახებ დარეკვის დროს, უარი თქვან განყოფილებაში გამოცხადებაზე.
თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ:
უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;
თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;
თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.
არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონარ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ
არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ 'შედეგებით', თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.
577070563 - სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი
1481 - სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა. მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ერთად ვერ მოგვერევიან. ძალა ერთობაშია". - წერია განცხადებაში.