უფლებადამცველები შსს-ს მიერ დაკავებულების ვინაობას და ადგილსამყოფელს, ამ დრომდე ადგენენ
არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები ამ დრომდე ადგენენ იმ დაკავებულების ვინაობა და ადგილსამყოფელს, რომელიც შსს-მ გუშინ გვიან ღამით დააკავა.
უფლებადამცველების თქმით, ჯერჯერობით 6 დაკავებულიდან მხოლოდ 2-ის ვინაობაა ცნობილი.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ეს დაკავეები იმ რეპრესიების აღსრულების მცდელობაა, რომელიც ხელისუფლებამ დააანონსა.
დაკავებულებთან დაკავშირებით და შსს-სთან დაკავშირებით დეტალებს ჩვენც ვარკვევთ, თუმცა ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ის რეპრესიები, რომელიც დაანონსდა, ჩვენ ვხედავთ ამის აღსრულების მცდელობას. როდესაც ადამიანები არიან დაკავებულები, მათ შორის ნაცემი არიან ადამიანები, ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სისუსტეს. ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რომ ჩვენ აქ ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს", - ამბობს ნინო დოლიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 პირი დააკავა.