"დანაშაულს არ აღიარებს" - რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან ერთს ბრალი წარუდგინეს
რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან ერთს ბრალი წარუდგინეს. გიორგი კუჭუაშვილს გამოძიება პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. ახალგაზრდა მომიტინგე ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია.
ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.
წარედგინა ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბოთლის სროლას ედავებიან. ვიდეომასალას და მტკიცებულებას ჯერ არ გავცნობივარ, თუმცა არის ვიდეო მასალები საქმეში. ერთ-ერთი პოლიციელის დაზიანებასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დევს და მსუბუქი დაზიანებაა მითითებული. დუმილის უფლებას იყენებს, არ აღიარებს დანაშაულს და მხნედ არის. აქციებზეც აპირებს დაბრუნებას, თუ რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა სასამართლოს მიერ მიღებული", - ამბობს ადვოკატი.
ერთი და იგივე საქმეზე ერთ ღამეში დაკავებულ 6 ადამიანს, როგორც ჩანს ბრალის დადგენილებებს ნაწილ-ნაწილ გააცნობენ.
ცოტა ხანში კიდევ ორ დაკავებულთან შევა უფლებადამცველი და უფრო მეტ ინფორმაციას გამოიტანს იზოლატორიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 პირი დააკავა, მათ შორის არის გიორგი შანიძე. რუსული კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეს ხელბორიკები ქუჩაში დაადეს, შემდეგ კი მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, თან ისე, რომ ამ პროცესს შანიძის არც ერთი ოჯახის წევრი დაასწრეს.. შანიძეეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავებიან. მისი საცხოვრებელი სახლიდან პოლიცამ ამოღო მისი პირადი ნივთებით. შანიძე სხვადასხვა დროს უკრაინაშიც იბრძოდა. დაკავებული მომიტინგის მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილი სადამსჯელო სპეცოპერაციის მსხვერპლი გახდა.