ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

13.07.21 18:25
ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებული  დავით კუტალაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

პროკურატურა მოძალადე ჯგუფის წევრის მიმართ, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.