ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, რომ გაიწვიონ რუსული კანონი

09.05.24 17:27
ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, რომ გაიწვიონ რუსული კანონი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი ოტო ლუხტერჰანდი ყოფილ სტუდენტს მიმართავს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი „გამოიჩენს სიბრძნესა და ძალას, რათა „უცხოეთის აგენტების კანონი“ დღის წესრიგიდან მოხსნას და მას აღარასოდეს დაუბრუნდეს“.

ოტო ლუხტერჰანდი მკაცრად ფორმულირებულ ვრცელ წერილში მრავალი კუთხით აკრიტიკებს კანონპროექტს:

მიიჩნევს, რომ შეუსაბამოა ევროკავშირის კანონმდებლობასთან,
შეუსაბამოა ალიანსის პოლიტიკურ ღირებულებებთან,
ჰგავს რუსეთის „აგენტების კანონს“,
იწვევს ნეგატიურ ისტორიულ ასოციაციებს საბჭოთა წარსულიდან და
უფლებამოსილების გადამეტების რისკებს წარმოშობს.

ვრცლად - radiotavisupleba.ge-ზე