6 დაკავებულიდან სამს ბრალი წარუდგინეს - კუჭუაშვილის პროცესი წუთი-წუთზე დაიწყება

09.05.24 18:08
6 დაკავებულიდან სამს ბრალი წარუდგინეს - კუჭუაშვილის პროცესი წუთი-წუთზე დაიწყება

როდის ჩაინიშნება მაისის აქციების დაკავებული მონაწილეების სასამართლო პროცესები? ექვსი დაკავებულიდან სამს ბრალი უკვე წარუდგინეს. გამომძიებლებმა სულ რამდენიმე წუთის წინ წაუკითხეს ბრალის დადგენილება ვაჟა დურგლიშვილს, რომელსაც გამოძიება სუს-ის შენობაზე, სათალთვალო კამერების დაზიანებას ედავება.

რაც შეეხება გიორგი კუჭუაშვილს, მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში ჩაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გამოძიება კუჭუაშვილს პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. 

რაც შეეხება დაკავებულ 19 წლის ახალგაზრდას, ფრიდონ ბუბუტეიშვილს, ცოტა ხანში მას სავარაუდოდ, ბრალის დადგენილებას გააცნობენ. ბუბუტეიშვილთან შესულია ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან ნაწილს შსს ჯგუფურ თავდასხმას ედავება სამართალდამცველებზე, ნაწილს კი სათვალთვალო კამერის დაზიანებას.