ზურა ჯაფარიძის თქმით, ოფისთან მყოფი ნიღბიანი პირებიდან ერთი და ავტომობილი იდენტიფიცირებულია
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ოფისთან მყოფი ნიღბიანი პირებიდან ერთი და ავტომობილი, თავისი სანომრე ნიშნებით იდენტიფიცირებულია.
ჯაფარიძე სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს.
დღეს გამთენიისას, გირჩი ტივის ოფისთან, ნიღბიანმა მონებმა დეზინფორმაციული პოსტერები და პლაკატები გააკრეს.
იდენტიფიცირებულია ავტომობილი, სანომრე ნიშნები და ერთი მონა", - წერს ზურა ჯაფარიძე.
ნიღბიანი პირის ვინაობას და მანქანის სანომრე ნიშნებს "გირჩი-მეტი თავისუფლება", სავარაუდოდ, მალე გამოაქვეყნებს.