არა რუსულ კანონს - ქუთაისში, თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

09.05.24 19:05
არა რუსულ კანონს - ქუთაისში, თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

ქუთაისში, თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამ ფორმით რუსული კანონპროექტი გააპროტესტეს.

შეკრებილები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ კანონი, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.

დღესვე აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ.