“გორმედის” სამშობიაროში ჩვილი გარდაცვალა - რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
“გორმედის” სამშობიაროში ჩვილი გარდაცვალა - ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა რეგულირების სააგენტომ დაიწყო.
მშობიარის ოჯახის წევრები ჩვილის გარდაცვალებაში “გორმედის” სამშობიაროს ექიმს ადანაშაულებენ.
“საქმის მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ როგორც კი კომისია დადებს დასკვნას, კლინიკა თვითონ გააკეთებს კომენტარს”, – აცხადებენ “გორმედში”.
სამედიცინო ცენტრის თქმით, კლინიკა კომენტარს კომისიის დასკვნის შემდეგ გააკეთებს.