სახალხო პროტესტს ხელისუფლება სიკვდილის ბრიგადებს უპირისპირებს - ხელოვანები ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან
სწრაფი სვლით დიქტატურისკენ - "ოცნება" და შეშინებული ოლიგარქი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სახალხო პროტესტს ხელისუფლება სიკვდილის ბრიგადებს უპირისპირებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკად ცემენ, სახლებში უვარდებიან და მათ ოჯახებს ემუქრებიან. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია და ახლა საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი მოძალადე ხელისუფლებას. დუმილი დანაშაულია - ამიტომ ხელოვანები ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
მოუსმინეთ ხალხს - ეს არის მომღერლების, მხატვრების და მსახიობების ერთადერთი მოწოდება "ოცნებისადმი". ქვეყანაში დაწყებული განუკითხაობის უკან სამოქალაქო საზოგადოება სწორედ "ქართულ ოცნებას" ხედავს, ამიტომ პასუხიც მკაცრი უნდა იყოს. ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, ხელისუფლების ბოლო ჟამია - ამბობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის ერთდადერთი გზა კი მასობრივი პროტესტია, ამიტომ ხელოვენები ბრძოლისთვის ერთიანდებიან.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.