რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან მოსამართლემ 2 ციხეში გაუშვა - 4 აღკვეთის ღონისძიების მოლოდინშია
სადამსჯელო ოპერაცია რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ახალი ძალებით. მაისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ექვსი აქტივისტიდან მოსამართლემ ციხეში ორი გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
დაცვის მხარე 5 ათას ლარიან გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა.
ამ მომენტისთის დავით კოლდარის და გიორგი კუჭუაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა მხოლოდ. 4 პირი კი ამ დრომდე აღკვეთის ღინისძიების შეფარდებას ელოდება.
შს სამინისტროს წარმომადგენელები სასამართლოში ვიდეო მასალით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის და სამედიცინო დასკვნით მივიდნენ. სწორედ ეს მტკიცებულებები დაუპირისპირეს სასამართლოზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს.
კოლდარმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ნანობს ჩადენილს, თუმცა რას, ეს მას არ დაუკონკრეტებია.
რაც შეეხება კუჭუაშვილს, რომელსაც პოლციელზე თავდასხმას ედავებიან, სასამართლო პროცესზე ბრალი არ აღიარა.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება.
„მოცემულ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება. მათ შორის წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერები, რომელიც გადაღებულია არაერთი კომპანიის მიერ და გამოთხოვილია არაერთი კომპანიიდან. ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება. ვიდეოჩანაწერებში ჩატარებულია ექსპერტიზები და დადგენილია, რომ პირები, რომლებიც არიან აღნიშნულ ვიდეოში, არიან ნამდვილად ბრალდებულები.
ერთ-ერთი ბრალდებული აღიარებს კიდეც დანაშაულს. ასევე მიუთითებს იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა მას დაავალეს გარკვეული ქმედების განხორციელება.
გარკვეულმა პირებმა აღნიშნული ქმედებების გამო გადაუხადეს თანხა და ამის გამო განახორციელეს ქმედება, რაზე გამოძიება მიმდინარეობს“, - პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
კიდევ 4 დაკავებული ელოდება აღკვეთის ღონისძიებას. მათ შორის 19 წლის ახალგაზრდა გურიიდან ფრიდონ ბუბუტეიშვილი საქართველოს დროშით, მისი კადრები საზოგადოებას კარგად ახსოვს, არ აღიარებს წარდგენილ ბრალს.
დაკავებულების ნაწილს შს სამინისტრო სამართალდამცველებზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება, ნაწილს კი სათვალთვალო კამერების დაზიანებას.