მუქარა ჟურნალისტების მიმართ - ლექსო ლაშქარავას ხსოვნის აქციაზე ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

13.07.21 20:36
მუქარა ჟურნალისტების მიმართ - ლექსო ლაშქარავას ხსოვნის აქციაზე ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

 მუქარა ჟურნალისტების მიმართ -  ქუთაისში მიმდინარე აქციის დროს, რომელიც ,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ხსოვნას მიეძღვნა,  ორმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია ,,იმედის"  კორესპოდენტს, ხათუნა მაისურაძესა და ჟურნალისტ ქეთი დეისაძეს. ჟურნალისტების მისამართით გინება და მუქარაც გაჟღერდა.  როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი   ქუთაისის მერიის  ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი,  ოთო კვალიაშვილია.

მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, კვალიაშვილმა მათ უთხრა, რომ კარგად იმახსოვრებდა, თუ რომელ მედიას წარმოადგენდნენ, რასაც თავის მხრივ ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა.  კითხვაზე, სამუშაო საათებში რატომ იმყოფებოდა ქუჩაში, კვალიაშვილმა უპასუხა, რომ ის ერთი დღით გათავისუფლებული იყო. მერიის პრესსამსახურის  ინფორმაციით, მათ თანამშრომელს გაფრთხილება მიეცა და ის საჯაროდ ბოდიშს მოხდის.