ტელეკომპანია "იმედი" წამყვანებმა დატოვეს - ვინ და რატომ წავიდა სახელისუფლებო არხიდან?
ტელეკომპანია "იმედი" წამყვანებმა დატოვეს. სახელისუფლებო პროპაგანდისტული არხიდან წასვლა "იმედის დილისა" და "პრაიმ შოუს" გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელისუფლებო არხზე მუშაობაზე უარი ეკა ამირეჯიბმა, ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა თქვეს. მათ რიგებშია, სავარაუდოდ, მომღერალი ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი. ჯერჯერობით არცერთ მათგანს საჯაროდ მიზეზების შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ უკანასკნელის მიზეზი არხის საინფორმაციო პოლიტიკა და რუსული კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.