რუსული კანონის მოწინააღმდეგე ექვსივე დაკავებული მოსამართლემ ციხეში გაუშვა
რუსული კანონის მოწინაღმდეგე ექვსივე დაკავებულ აქტივისტს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მართვის ქვეშ მყოფ სასამართლოში გვიან ღამით გამოცხადდა. დაკავებულებს, შოთაძის უწყება ჯგუფურ თავდასხმასა და ანტირუსულ აქციებზე, სადაც სპეცრაზმი ხალხს რუსული მეთოდებით არბევდა, გარკვეული საგნების სროლას ედავებიან.
ერთ-ერთი დაკავებული დავით კოლდარია, რომელმაც საქმის პროკურორის მტკიცებით, დანაშაული აღიარა. დაკავებულებს შორის არის 19 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა კადრებით, რომელის შსს-მ გაავრცელა, დანაშაული ვერ მტკიცდება. ექვსი დაკავებულიდან ოთხის საქმე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განიხილა.