წიხლები გვირტყეს თავში, თმაში მწვდნენ და მანქანაში ჩამტენეს... არ გავჩუმდები! - პოლიციის მიერ ნაცემი აქტივისტი
გუშინ ჭავჭავაძის ქუჩაზე სასტიკად ნაცემი თინა ვაშაკიძე მომხდარს იხსენებს. ქალი ამბობს, რომ 7-8 პოლიციელმა ის და სხვა აქტივისტები წრეში მოაქციეს და გამეტებით ურტყამდნენ. ვაშაკიძის თქმით, წიხლებით ურტყამდნენ თავში და გვერდებში, რის შემდეგაც თმაში სწვდნენ და ავტომობილში ჩატენეს.
აქტივისტი ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს.
უბრალოდ, იმიტომ, რომ რუსეთში არ მინდა ხვალ გავიღვიძო და არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ, ამის გამო ქუჩაში მცემეს, ჩემს ქალაქში, ჩემს უბანში 7-მა კაცმა სასტიკად მცემა. ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი ყველაზე ცუდ სიზმარში და ალბათ ჩემი ბრალია, იმიტომ, რომ აქამდე ხმა არ ამოვიღე, აქამდე არ ვიკივლე. მოგვიმწყვიდეს გარშემო, 7, 8 ან მეტი იყო, შეკრეს ეს წრე, რომ არავის დაენახა, წიხლები გვირტყეს, თავში მირტყეს, გვერდებში მირტყეს, აღარ მახსოვს არაფერი...მერე უკვე მანქანაში რომ გვტენიდნენ, პაატა ჩასვეს და მე ერთმა პოლიციელებმა, გამომწია და აი, ამ უფროსმა, რომელიც დამპირდა, რომ დაგიჭერო, თმაში მწვდა უკნიდან და წიხლი მომაყოლა და ასე ჩამტენა მანქანაში. მე არარ ვაპირებ გაჩუმებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოდიშის მოხდა სხვასაც არ მოუწევს და აღარ გავჩუმედბით და აღარ მოვითმენთ ქუჩაში ვინმეს ცემას, - ამბობს თინა ვაშაკიძე.
ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ პოლიციამ, მინიმუმ, 7 ადამიანი დააკავა. აქტივისტებს ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გასუწროდნენ, რომ მათ გამზირის გადაკეტვა სცადეს, რითაც უცა აბაშიძის დაკავების გაპროტესტება სურდათ.
ცნობილია, რომ ამ დროისათვის 3 დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.