ხუნდაძეს ბრიფინგზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩაურთეს - რა რეაქცია ჰქონდა დეპუტატს (ვიდეო)

10.05.24 12:42
ხუნდაძეს ბრიფინგზე პოლიციელების მხრიდან  ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩაურთეს - რა რეაქცია ჰქონდა დეპუტატს (ვიდეო)

 

 

 

"ხალხის ძალის" ლიდერს, დიმიტრი ხუნდაძეს "პირველების" ჟურნალისტმა ბრიფინგზე აქციაზე პოლიციელების მხრიდან  ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩაურთო, თუმცა ხუნდაძემ ვიდეოს არც კი შეხედა.

ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დაცულია, მაგრამ ამავე დროს დაცული უნდა იყოს კანონი. ვინც დაარღვევს კანონს, ის იქნება პასუხისმგებელი.

კანონი დაადგენს ვის რა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს, მოძალადეს ვინც არ უნდა იყოს ის თანამდებობის, გვასწავლის, პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად ძალადობა დასჯადია”, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

პოლიციამ მსვლელობაზე, რომელიც უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა. სამართალდამცველები განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ ქალების მიმართ. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, პოლციელის მხრიდან ქალის მისამართით შეურაცმყოფელი სიტყვები და გინებაც.