დაკავება სათამაშო იარაღების გამო - რას ამბობენ ადამიანები, ვინც "ეარსოფტს" აქტიურად თამაშობენ

10.05.24 13:34
დაკავება სათამაშო იარაღების გამო - რას ამბობენ ადამიანები, ვინც "ეარსოფტს" აქტიურად თამაშობენ

ადამიანები, რომლებიც "ეარსოფტს" აქტიურად თამაშობენ, ამბობენ, რომ იარაღები, რომლებიც შსს-მ უჩა აბაშიძის სახლიდან ამოიღო და შემდეგ ფოტო გაავრცელა, ნამდვილად სათამაშოა. მათი თქმით, მსგავსი იარაღები სახლში აირსოფტის ყველა მოთამაშეს აქვს და ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია. 

რაც კადრები გავრცელდა, ჩანს იარაღები, რომლიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა, თუ ადამიანს იარაღი უნხავს, არის ე.წ. აირსოფტის სათამაშო იარაღი, რომელიც არის პნევმატური, აქვს ელექტროძრავი და ისვრის პლასტმასის ბურთულებს. ზოგი მისია, ზოგი სარემონტოდ, ზოგი იყიდება აბსოლუტურად თავისუფლა მაღაზიებში. ყველა აირსოფტის მოთამაშეს გვაქვს სახლში და არაფერი უკანონობა ამაში არ არის. ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო, უბრალოდ, თვითონ იარაღი არის ერთი ერთში კოპია რეალური, - ამბობს მოთამაშე. 

აირსოფტის მოთამაშე და უჩა აბაშიძის მეგობარი ამბობს, რომ სამხედრო ექსპერტს მისი მუქარის და დაშინების მცდელობაზე ლაივი არაერთხელ ჩაუწერია და ბევრჯერ დაუფიქსირებია, რომ სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი აქვს. 

არაერთხელ ჩაუწერია მაგაზე ლაივი, რომ მისი ტელეფონი ან ისმინებოდა ან დაურეკავთ მუქარით, დასაშინებლად და ა.შ. იცოდა და ბევრი ლაივიც აქვს ჩაწერილი, სადაც ამბობს მკაფიოდ, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი აქვს სახლში, იარაღი რაც აქვს, გაფორმებულია და დანარჩენი იყო მეგობრების ეარსოფტის იარაღი, რომელიც წაღებული ჰქონდა შესაკეთებლად. კაბელებიც კი ჩანს შსს-ს ფოტოზე რაც არის, იქ, რომ ეარსოფტის იარაღებია. ყველა მოთამაშეს გვაქვს ჩენ ჩვენი სათამაშო იარაღი, რომელიც ისვრის პლასტმასის ტყვიებს. ეარსოფტს რომ ვთამაშობთ და მომხვდება, ჩემი პირით უნდა ვთქვა, რომ „მომხვდა“ და ვდგები, ხელს ვწევ, - ამბობს ეარსოფტის მოყვარული. 

უჩა აბაშიძე უკვე ოცი წელია სათამაშო იარაღების ფედერაციას ფლობს. უკვე წლებია სამხედრო ექსპერტი საკუთარ სახლში სათამაშო იარაღს და პლასტმასის ტყვიებს ინახავს, თუმცა პოლიცია ამ ფაქტით არასდროს დაინტერესებულა.