"აქციებზე იდგა, გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებდა" - უჩა აბაშიძის ძმა ამბობს, რომ ბრალდებები "შეთითხნილია"

10.05.24 13:51
"აქციებზე იდგა, გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებდა" - უჩა აბაშიძის ძმა ამბობს, რომ ბრალდებები "შეთითხნილია"

 უჩა აბაშიძის ძმა ამბობს, რომ ბრალდებები, რომელიც მის ძმას წაუყენეს შეთითხნილია. სამხედრო ექსპერტის ძმა ფირქობს, რომ უჩა აბაშიძე აქციებზე დგომის და პოლიტიკური შეხედულებების გამო დასაჯეს. 

უჩა აბაშიძე არის მილიტარისტი, არის ადამიანი, რომელიც მათ შორის, წერს სასწაულ ვიდეოებს იმაზე, რომ გააკეთო კანუფლირება, როგორ გამოიყენო სამხედრო ტაქტიკები, გასაგებია, რომ კამუფლაჟები და რაღაცეები სახლში ჰქონდა. ასევე, არის აირსოფტ არენას დამაარსებელი. იმ ვიდეოს, რაც სამინისტრომ დადო იარაღებთან დაკავშირებით, თუ შეხედავთ, ჩანს ზედა ნაწილში პაკეტებში რომ თეთრი ბურთულები გდია, ის არის ტყვიები სათამაშო და ყველა დანარჩენ იარაღს თუ დააკვირდებით, უჩანს ელექტროკონექტორი, იმიტომ, რომ ის სათამაშო იარაღებია. ორი იარაღი, რომელიც მასზე გაფორმებულია, დოკუმენტი ადევს. თანამშრომლობდა სამინისტროებთან იმიტომ, რომ მცდელობები ჰქონდა სხვადასხვა პერიოდში, რომ სამხედრო ვარჯიშის ფორმა მიეღო. რამდენჯერმე ამ თამაშებში სამინისტროს წარმოამდგენლებსაც მიუღიათ მონაწილეობა. უბრალოდ, იმისთვის, რომ იარაღების რაოდენობა ეჩვენებინათ, დადეს ყველაფერი. აქციებზე იდგა, ბოლო პერიოდში გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებდა, ლაპარკი ჰქონდა, რომ შესაძლოა, პოლიტიკური პარტიაც შეექმნა მომავალში. რაც ბრალად წაუყენეს, როგორი შეთითხნილია, იცით?”ეგ ბიჭი კარგად ერკვევა კომპიუტერებში და იარაღებში და მოდი, ჰაკერობა და იარაღის ატრება დავაბრალოთ”, - ამბობს აბაშიძის ძმა.