სიკვდილის ღამის ბრიგადები ისევ ხელშეუხებლები არიან - შსს თავდასხმებით არ ინტერესდება

10.05.24 14:17
სიკვდილის ღამის ბრიგადები ისევ ხელშეუხებლები არიან - შსს თავდასხმებით არ ინტერესდება

სიკვდილის ღამის ბრიგადები ისევ ხელშეუხებლები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა რეაგირება მოახდინეს პოლიტიკოსების და სამოქალაქოო აქტივიტების ცემის საქმეზე.  ბოლო ორ ღამეში ნაცემიაა ათამდე ადამიანი, თუმცა რატომღაც გომეალურის იუწყება ვერცერთი თავდამსხმელის კვალზე ვერ გადის.

სიკვდილის ბრიგადების მიერ სასტიკად ნაცემმა დიმიტრი ჩიქოვანმა კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში, ვიდრე ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, მას საგამოძიებო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია. 

ჩიქოვანი პირდაპირ ამბობს, რომ ანგარიშსწორების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ოლიგარქის უკან კი - რუსეთი.

ოპოზიციის წევრი მოქალაქეებს აქციებზე დგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პროტესტს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეუერთდეს.

მე მახსოვს ორი, მაგრამ ვიეოზე ყველამ ნახეთ რამდენნი იყვნენ. მერე ვნახეთ სხვა ვიდეოებზეც, რომ დაჯგუფებით მოძრაობენ. ესენი დაქირავებული “ტიტუშკები” არიან თუ არ ვიცი, რა დავარქვა. ხვალაც აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და ზეგაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არავინ არ მოსულა, გამოკითხვაზეც არ ვყოფილვარ, არავინ დაინტერესებულა. შსს არის ჩვეულებრივი იარაღი ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” და ის მოქმედებს ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია, - ამბობს ჩიქოვანი. 

რაც შეეხება კიდევ ერთი ანგარიშსწორების მსხვერპლს, ბორის ყურას, ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ოპოზიციის წევრს ტვინის შერწყევა აქვს და ხელი აქვს მოტეხილი. 

გუშინ ღამით თავდასხმა სცადეს და ცასაფრება მოუწყვეს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურა ჯაფარიძესაც, თუმცა  დამნაშავეებმა გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს.