"პოლიციამ ძირს მათრია, წიხლებით შემდგნენ" - ჭავჭავაძეზე ნაცემი მშვიდობიანი მომიტინგე

10.05.24 15:18
"პოლიციამ ძირს მათრია, წიხლებით შემდგნენ" - ჭავჭავაძეზე ნაცემი მშვიდობიანი მომიტინგე

ქალი, რომელიც აქციზე შვილის თხოვნით გავიდა და რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, მომხდარს იხსენებს. მოქალაქე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ის მიწაზე დააგდეს, ათრიეს და წიხლები ურტყეს.  

უკნიდან მომეპარა ალბათ 10 პოლიციელი, შეიძლება მეტი. ჯერ ხომ მათრიეს ძირს, წიხლებით ხომ შემდგნენ, მიმათრიეს ამ მანქანამდე და თავი მარტყმევინეს, რომ უნდა ჩავეტენე ამ მანქანაში. ხელი დამარტყა ამ პატარა ბიჭმა, ქერა პოლიციელი იყო, კარგად ვიცი და მახსოვს ყველაფერი. მიმართვა ასეთი: „ქალო, რომ გეუბნები შენ, თუ არ დაემორჩილები პოლიციას, დაგაკავებთ“, - ამბობს მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ გუშნ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე პოლიცია სასტიკად გაუსწორდა მოქალაქეებს, რომელთაც გზის გადაკეტვა უნდოდათ და ამით უჩა აბაშიძის დაკავების გაპროტესტებს სურდათ. 

საბოლოო ჯამში, პოლიციამ 11 მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, აქედან 5 ხელწერილით გამოუშვეს.