"რატომ ყვირიხარ"-მეთქი, ამის თქმა მოვასწარი და შემდგნენ - ლევან აბდუშელიშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე
ლევან აბდუშელიშვილი იხსენებს, როგორ გასუწორდნენ მას სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე. აქტივისტი ყვება, რომ პოლიციელს მხოლოდ ის ჰკითხა, რატომ უყვიროდა მის მგეობარს, რის გამოც მას სამართალდამცვეელბის ჯგუფი დაესია და ავტომობილში ჩატენეს.
ვიდექი და ვხედავ, ჩემს მეგობარს პოლიციელი ხმამაღლა ეუბნება რაღაცას, უყვირის, ასე ვთქვათ და „რატომ ყვირიხარ“-მეთქი, მარტო ამის თქმა მოვასწარი და ეგრევე დამითრიეს და ერთი ოცმა კაცმა ალბათ, მაისური გამხადეს და მანქანაში ჩამტენეს და მანქანაში ერთი-ორიც მომარტყეს. შემამოწმეს და თქვეს, რომ ხო, თავზე დაზიანება შეიძლება იყოს და ამიტომ რისკია და უნდა გადავიყვანოთ და პოლიციელებიც დაემორჩილნენ. ერთი საათი მიბმული ვიყავი საწოლზე და ბოლოს ხელწერილი დამაწერინეს, რომ გამოცხადდებოდი პოლიციაში. ხელი არ მოვაწერე ოქმს, იმიტომ, რომ არ ვეთანხმები იმას, რომ პოლიციას არ დავემორჩილე ან გზას ვკეტავდი, იმიტომ, რომ ტროტუარზე ვიდექი, - ამბობს აბდუშელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე პოლიცია სასტიკად გაუსწორდა მოქალაქეებს, რომელთაც გზის გადაკეტვა უნდოდათ და ამით უჩა აბაშიძის დაკავების გაპროტესტება სურდათ.
საბოლოო ჯამში, პოლიციამ 11 მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, აქედან 5 ხელწერილით გამოუშვეს.