დაშინების მიუხედავად, ხვალ ვნახავთ, რამდენი ადამიანი გამოვა აქციაზე - გიორგი მახარაძე

10.05.24 15:21
დაშინების მიუხედავად, ხვალ ვნახავთ, რამდენი ადამიანი გამოვა აქციაზე - გიორგი მახარაძე

გიორგი მხარაძე ხვალიდნელ აქციაზე კიდევ უფრო მეტ ხალხს ელოდება. 

მსახიობი ამბობს, რომ ხელისუფლებსი დაშინება ვერ იმუშავებს.

ჩვენს მხარეს არის გულწრფელობა და სიმართლე. რაც არ უნდა მოხდეს, მგონია, რომ ეს დაშინებებიც უფრო პირიქით იმუშავებს და ხვალ ვნახავთ, ტავისი ნებით და თავისი სურვილით რამდენი ხალხი იქნება გამოსული", - ამბობს გიორგი მახარაძე. 

ტერორმა არ გაჭრა. ხალხი ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. ვინც უარს ამბობს საქართველოს გარუსებაზე, ვინც უარს ამბობს რუსულ კანონზე, ვინც უარს ამბობს ტერორზე, ვინც უარს ამბობს ავტოკრატიაზე, ყველა ხვალ შვიდ საათზე, თბილისში იკრიბება.  მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი და პირველი რესპუბლიკის მოედანი - ამ სამ ლოკაციაზე საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან და მსველობით შეუერთდებიან რიყეზე ევროპის მოედანზე აქციას, საიდანაც საქართველომ საკუთარი ხმა მსოფლიოს უნდა გააგონოს.