ჩვენს მთავრობას სინათლის ეშინია, მათ ცხოვრებაში ჯოჯოხეთს მიაღწიეს - მარიამ ნადირაძე
მსახიობი მარიამ ნადირაძე ქმართან, გიორგი მახარაძესთან ერთად ხვალ, ისევე როგორც სხვა დღეებში რუსული კანონის საზინააღმდეგო აქციაზე დიგება.
ნადირაძე ამბობს, რომ ჩვენს მთავრობას სინათლის ეშინია და ცხოვრებაში ჯოჯოხეთს მიაღწია, თავისი დაშინებებით, მაგრამ მსახიობი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეს არ გაუვა, ხალხს ვერ შეაშინებენ.
"სჯობს რომ შიმშილის თით გეშინოდეს, აი დამშეულების კიდე არა. სჯობს რომ სიბნელის თვით გეშინოდეს და აი სინათლის კიდევ არა"- ბრეხტი - კავკასიური ცარცის წრე. აი ჩვენს მთავრობას კი სინათლის ეშინია, რაც არის ყველაზე ბოლო სტდია, რაც კი შეიძლება ადამიანმა ცხოვრებაში ჯოჯოხეთს მიაღწიო, მათ ამას მიაღწიეს. შეიძლება ჩვენ მოკვდავი ადამიანები, წუთიერად, წამიერად შევშინდეთ, მათი ძალადობრივი ქმედებების გამო, მაგრამ ეს არის წუთები და წამები", - ამბობს მარიამ ნადირაძე.
ტერორმა არ გაჭრა. ხალხი ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. ვინც უარს ამბობს საქართველოს გარუსებაზე, ვინც უარს ამბობს რუსულ კანონზე, ვინც უარს ამბობს ტერორზე, ვინც უარს ამბობს ავტოკრატიაზე, ყველა ხვალ შვიდ საათზე, თბილისში იკრიბება. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი და პირველი რესპუბლიკის მოედანი - ამ სამ ლოკაციაზე საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან და მსველობით შეუერთდებიან რიყეზე ევროპის მოედანზე აქციას, საიდანაც საქართველომ საკუთარი ხმა მსოფლიოს უნდა გააგონოს.