"სამართალდამცავი ორგანოების იმედი ოდნავადაც არ მაქვს" - ბორის ჩელე ყურუა მასზე თავდასხმაზე
"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ყურუა, რომელიც მასზე თავდასხმის შემდეგ კლინიკაში რჩება, მომხდარს იხსენებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ სადარბაზოსთან ღამით უცხო ნიღბიანი პირი შენიშნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელები გაცულებით მეტნი იყვნენ.
ყურუა ამბობს, რომ სამართალდამცველი ორგანოების იმედი არ აქვს, რადგან ფიქრობს, რომ ისინიც იმ ადამიანებს ემსახურებიან, ვინც აღნიშნული თავდასხმები დაგეგმა.
მომეჩვენა, რომ ვიღაცის მკლავი დავინახე ჩემი სადარბაზოს შესასვლელთან, ჩუმად შევიპარე და ვნახე, რომ მართლა ნიღბიანი, ვიღაც საწყალი კაცი ნიღბით და ჰუდით მიცდიდა და ვუთხარი, „მე ხომ არ მელოდები“-თქო და არ გაინძრა და მერე დავუყვირე, რომ „გამოდი“-თქო. გამოვიდა ეს ერთი და კიდევ ყოფილან დამალულები ბევრნი. თან შიშველი ხელებით არ იყვნენ, ჰქონდათ ბიტები, რაღაც ჯოხები, გრძელები. რომ მივხვდი, რომ ამათთან ხმალაობას აზრი არ ჰქონდა, გავიქეცი და გაქცევის დროს მომარტყეს კეფაში და მერე წაქცეულს მირტყეს. ოდნავი იმედიც არ მაქვს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების და არ ვენდობი არც პროკურატურას. მგონია, რომ ემსახურებიან იმ ადამიანებს, ვისი დაგეგმილიც არის ეს თავდასხმაც, შესაბამისად, მათ იმედზე ვერ ვიქნებით ვერავინ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ამ ქვეყანაში, - ამბობს ბორის ყურუა.