"ტვ-პირველმა", "მთავარმა", "ფორმულამ", და "კავკასიამ" მაუწყებლობა განაახლეს

15.07.21 10:00
"ტვ-პირველმა", "მთავარმა", "ფორმულამ", და "კავკასიამ" მაუწყებლობა განაახლეს

24 საათიანი გაჩერებული მაუწყებლობის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ "ტვ-პირველმა", "მთავარმა", "ფორმულამ", და "კავკასიამ" მაუწყებლობა დღეიდან განაახლეს, თუმცა ჟურნალისტები გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას, საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ. მედიის მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე. 

დაგეგმილია მასშტაბური აქცია, რომელიც შაბათს 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. მედიის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ აქციაზე გახდება ცნობილი.

 

მსგავსი სიახლეები