"არა რუსულ კანონს" - მოქალაქეები ბათუმში, ერას მოედანზე იკრიბებიან

10.05.24 18:38
"არა რუსულ კანონს" - მოქალაქეები ბათუმში, ერას მოედანზე იკრიბებიან

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება - მოქალაქეები 19:00 საათზე ერას მოედანზე შეიკრიბებიან და ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს მიიტანენ.

ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს იქამდე დაიცავენ, სანამ "ქართული ოცნება" კანონპროექტს უკან არ წაიღებს და პოლიტიკურ გეზს ევროპისკენ არ აიღებს.

ჩვენ, ახალგაზრდები, ყველაზე გულწრფელი ადამიანები, რომლებიც დღეს აქ ვიკრიბებით, ყოველთვის ვიტყვით იმას, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მთავარ ღირებულებას, რომელიც არის ევროპა და ევროკავშირი. ჩვენ ერთხმად ვამბობთ, არა რუსულ კანონს, არა ყველა ხელისუფლებასა და ინდივიდს, რომელიც მიგვაქანებს ღრმა წარსულისკენ, რასაც რუსეთი ჰქვია. ჩვენ ამას არასდროს არ დავუშვებთ", - ამბობს აქციის მონაწილე.